Wednesday, July 9, 2025

ტრამპი გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს ეხმაურება

წასაკითხი

დონალდ ტრამპი თავისი სოციალური ქსელის გამოყენებით სასამართლოს ვერდიქტს სამარცხვინოს უწოდებს.

რა მოხდა: 9 მაისს, ნაფიც მსაჯულებმა აშშ-ს ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების ფაქტზე, ხოლო გაუპატიურების ბრალდება სასამართლომ არ გაიზიარა.

  • საქმე ეხება ამერიკელი ჟურნალისტის და მწერლის, 79 წლის ელიზაბეტ ჯინ ქეროლის სექსუალური შევიწროების ფაქტს.
  • ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს შევიწროებისთვის ორი მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო ცილისწამებისთვის — სამი მილიონი.

გამოხმაურება: ტრამპის თქმით, წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ქალი, ვის სექსუალურ შევიწროებასაც ედავებიან.

  • “ეს ვერდიქტი სირცხვილია — ყველა დროის უდიდესი ჯადოქრების ნადირობის გაგრძელება!” — აცხადებს იგი.
წყაროON.GE
- Advertisement -spot_img

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- რეკლამა -
სიახლეები

როგორ შევამოწმოთ “ქლოქი” – ინსტრუქცია ამერიკაში მყოფი ემიგრანტებისთვის

ეს ინსტრუქცია და თავად clock-ის სისტემა ეხებათ იმ ემიგრანტებს, რომლებიც იძებნებიან სასამართლო სისტემაში და მოთხოვნილი აქვთ თავშესაფარი. დარეკეთ სასამართლოს ცხელი...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სტატიები

- რეკლამა -spot_img