Wednesday, July 9, 2025

საიმიგრაციო გასაუბრების სავარაუდო კითხვები პოლიტიკური თავშეასაფრის მოთხოვნის დროს

წასაკითხი

ვის შეუძლია ამერიკაში თავშესაფრის მიღება?

ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელი სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. აპლიკანტმა უნდა დაამკტიცოს, რომ:

  • სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
  • სამშობლოში იდევნება – რასის, რელიგიის, ეროვნების,
    პოლიტიკური შეხედულების თუ რომელიმე სოციალური
    ჯგუფის (მაგალითად, სექსუალური უმცირესობა) წევრობისთვის;
  • 3. საკუთარ ქვეყანაში მთავრობა დევნის ან ვერ ახერხებს მის
    დაცვას.

შეუძლია თუ არა მთავრობას თავშესაფარზე უარის თქმა?

მთავრობას შეუძლია თავშესაფარზე უარი უთხრას იმ შემთხვევაში,
თუ აპლიკანტი ვერ შეძლებს სამი პირობიდან რომელიმეს
დასაბუთებას, თუ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა, ან თუკი
დაასკვნის, რომ აპლიკანტს საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ
შეუძლია ცხოვრების გაგრძელება.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის
გადაწყვეტილებით, სოციალურ ჯგუფში არ შედიან ადამიანები,
ვინც თავშესაფარს ოჯახური ძალადობის საფუძველზე ეძებს.
თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მის სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრება მთავრობისგან ან ძალებისგან, რომლებსაც
მთავრობა ვერ აკონტროლებს.

რა შემთხვევაში შეიძლება თავშესაფრის მოთხოვნა გაუქმდეს?

თავშესაფრის მოთხოვნა უქმდება, თუკი თავშესაფრის მაძიებელი
მოთხოვნას არ შეავსებს შეერთებულ შტატბში ჩამოსვლიდან ერთ
წელიწადში, თუ მონაწილეობდა სხვა ადამიანის ან ადამიანების
ჯგუფის დევნაში, თუ ჩადენილი აქვს დანაშაული და საფრთხეს
წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის.

საიმიგრაციო გასაუბრების სავარაუდო კითხვები:

  1. What is your complete full name?
    თქვენი სრული სახელი და გვარი
  2. Where do you currently live?
    სად ცხოვრობთ ამჟამად?
  3. Have you ever applied for asylum in another country?
    მიგიმართავთ თავშესაფრისთვის სხვა ქვეყანაში?
  4. Do you have legal status in another country other than your home country?
    გაგაჩნიათ ლეგალური სტატუსი სხვა ქვეყანაში, გარდა თქვენი
    სამშობლოსი?
  5. Did you leave the United States after applying for asylum?
    მას შემდეგ რაც აშშ_ს მიმართეთ თავშესაფრის მოთხოვნით,
    დატოვეთ ქვეყანა?
  6. Have you ever committed acts of terrorism?
    ჩაგიდენიათ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაული?
  7. Have you ever committed acts that harm others purposefully?
    ჩაგიდენიათ დანაშაული, რომელიც განზრახ აზიანებს სხვებს?
  8. What city were you born in?
    რომელ ქალაქში დაიბადეთ?
  9. What country were you born in?
    რომელ ქვეყანაში დაიბადეთ?
  10. What is your date of birth?
    თქვენი დაბადების თარიღი?
  11. Are you married?
    ხართ ქორწინებაში?
  12. What is your spouse’s name?
    თუ კი, რა არის თქვენი მეუღლის სახელი?
  13. Do you have children?
    გყავთ შვილები?
  14. Have you ever been to immigration court?
    ოდესმე ყოფილხართ საიმიგრაციო სასამართლოში?
  15. Have you ever committed any crimes while in the United States?
    ჩაგიდენიათ ნებისმიერი სახის კრიმინალი აშშ_ში ცხოვრების
    დროს?
  16. Have you ever committed any crime in your home country?
    ჩაგიდენიათ ნებისმიერი სახის კრიმინალი თქვენ სამშობლოში?
  17. Have you ever lied to the United States government?
    მოგიტყუებიათ ოდესმე შეერთებული შტატების მთავრობა?
  18. When did you last leave your home country?
    ბოლოს როდის დატოვეთ სამშობლო?
  19. How long have you been in the United States?
    რამდენი ხანია იმყოფებით შეერთებულ შტატებში?
  20. How many times have you been to the United States?
    რამდენჯერ ხართ ნამყოფი შეერთებულ შტატებში?
  21. Do you fear going back to your home country?
    გეშინიათ სამშობლოში დაბრუნების?
  22. If you fear going back to your home country, why?
    თუ გეშინიათ სამშობლოში დაბრუნების, რატომ?
  23. Have you ever been harmed in your home country?
    ყოფილხართ ოდესმე დაზარალებული (დაზიანებული) თქვენ
    სამშობლოში?
  24. Have you ever been physically harmed in your home country?
    ყოფილხართ ოდესმე ფიზიკურად დაზიანებული თქვენ
    სამშობლოში?
  25. Have your family members ever been harmed in your home country?
    ყოფილან თქვენი ოჯახის წევრები ოდესმე დაზარალებული
    თქვენ სამშობლოში?
  26. Why were you harmed?
    რატომ მოგაყენეს ზიანი?
  27. When were you harmed?
    როდის მოგაყენეს ზიანი?
  28. Explain how the harm happened?
    აღწერეთ როგორ მოხდა თქვენზე ზიანის მოყენება.
  29. Have you or your family members ever been accused of, charged, detained,
    interrogated, convicted, sentenced, or imprisoned in any
    country?
    თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ოდესმე ყოფილან
    ბრალდებული, დაკავებული, დაკითხული, ნასამართლევი,
    პატიმრობა მისჯილი ან დაპატიმრებული რომელიმე ქვეყანაში?
  30. Have you ever been part of an organization or group like a political party or social
    group?
    თქვენ ყოფილხართ ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან
    სოციალური ჯგუფის წევრი?
  31. Have you ever been tortured in your home country because of religion, ethnicity, political opinion or sexual orientation? If yes, when were you tortured? Where were you tortured?
    ოდესმე ვინმეს უწამებიხართ სამშობლოში თქვენი რელიგიის,
    ეთნიკურობის, პოლიტიკური შეხედულებების, ან სექსუალური
    ორიენტაციის მიზეზით? თუ პასუხია კი, როდის და სად?
  32. Do you believe you will be tortured if returned to your home country?
    სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, გჯერათ, რომ ვინმე
    გაწამებთ?
  33. Who will torture you?
    ვინ გაწამებთ?
  34. Have you reported these abuses to the police of your home country?
    თქვენზე ძალადობის ფაქტები განაცხადეთ პოლიციაში თქვენ
    სამშობლოში?
  35. What did the police do?
    რა მოიმოქმედა პოლიციამ?
  36. Have you ever moved to a different part of your home country to avoid the abuses and harm from happening again?
    თუ გიცდიათ ოდესმე თქვენი ქვეყნის სხვა მხარეში გადასვლა,
    რათა თავიდან აგეცილებინათ ძალადობის კვლავ განმეორება?
  37. After leaving your home country, did you return?
    სამშობლოს დატოვების შემდეგ, დაბრუნდით უკან?
  38. Have you ever been forced to commit acts of violence?
    ყოფილხართ ოდესმე იძულებული ჩაგედინათ ძალადობრივი
    მოქმედებები?
  39. Do you have any additional evidence, statements, affidavits, or anything that you would like to submit today?
    გაქვთ კიდევ დამატებითი მტკიცებულება, განცხადებები,
    ჩვენებები, ან ნებისმიერი რამ, რაც გსურთ რომ დღეს
    წარადგინოთ?
  40. Do you have other family here in the United States?
    თქვენი ოჯახის წევრები შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ?
  41. Do you have family back home in your home country?
    თქვენი ოჯახი სამშობლოში ცხოვრობს?
  42. Do you have anything else you would like to add today?
    გსურთ კიდევ რამე დაამატოთ დღეს?

    გაითვალისწინეთ, კითხვები არის ზოგადი და გასაუბრების
    წარმართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თემით მიმართავთ
    ამერიკის საიმიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნით.
    საიმიგრაციო ოფიცერს შეკითხვებზე უპასუხეთ პირდაპირ და
    მტკიცედ, ეცადეთ პასუხები იყოს მოკლე და მარტივი ენით. არ
    შეაწყვეტინოთ ოფიცერს კითხვის დასმის დროს, ჯერ დაასრულოს
    და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით პასუხი.
    აუცილებლად ზუსტად გახსოვდეთ თქვენ ისტორიაში
    გამოყენებული ყველა თარიღი. აუცილებლად იყავით
    გულწრფელი და ნუ მოგერიდებათ ბუნებრივი ემოციების
    გამოხატვა.


- Advertisement -spot_img
- რეკლამა -
სიახლეები

როგორ შევამოწმოთ “ქლოქი” – ინსტრუქცია ამერიკაში მყოფი ემიგრანტებისთვის

ეს ინსტრუქცია და თავად clock-ის სისტემა ეხებათ იმ ემიგრანტებს, რომლებიც იძებნებიან სასამართლო სისტემაში და მოთხოვნილი აქვთ თავშესაფარი. დარეკეთ სასამართლოს ცხელი...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სტატიები

- რეკლამა -spot_img