აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა, ძალაში შეიყვანოს კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ყველა პირი ვალდებულია, ფედერალურ მთავრობაში რეგისტრაცია გაიაროს და თან იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება არსებულ კანონმდებლობას, რომელიც პირველად 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ამოქმედდა, თუმცა აქამდე ის სრულად არ აღსრულებულა. რეგისტრაციის ვალდებულება ეხება 14 წლის და უფროსი ასაკის ყველა პირს, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ თითის ანაბეჭდები, საცხოვრებელი მისამართი და სხვა საჭირო პირადი ინფორმაცია. რეგისტრაციის არგავლა და შესაბამისი დოკუმენტაციის არქონა ითვლება დანაშაულად, რის გამოც პირებს შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა ან ციხეში პატიმრობა.
ადმინისტრაციის შეფასებით, კანონი შესაძლოა 2-დან 3 მილიონამდე ადამიანს შეეხოს. კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული მოთხოვნა მიზნად ისახავს მასობრივ დეპორტაციებს და რთულ მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ, მუშაობენ და ქვეყნის ეკონომიკაში მონაწილეობენ.
წყარო: ABCNEWS