Wednesday, July 9, 2025

სანდრო მამუკელაშვილის ამერიკული ცხოვრება

წასაკითხი

პირ­ვე­ლი მო­გე­ბა ევ­რო­ბას­კეტ­ზე, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ხმა­უ­რი­ა­ნად აღ­ნიშ­ნა. თურ­ქეთ­თან მატჩში და­ძა­ბუ­ლად იბ­რძო­ლა და 88:83 და­ა­მარ­ცხა. ნაკ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი მო­ე­დან­ზე სან­დრო მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც თა­მა­ში 20 ქუ­ლი­თა და 12 მოხ­სნით და­ას­რუ­ლა…

მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და:

“ორი ცუდი მარ­ცხი გვქონ­და. ჩემი აზ­რით, მთე­ლი გუნ­დი შეკ­რუ­ლი იყო. გულ­შე­მატ­კივ­რებს დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასეთ ატ­მოს­ფე­რო­ში არას­დროს მი­თა­მა­შია. ქო­მა­გებ­მა გო­გა­სა და თო­კოს და­ნაკ­ლი­სი თა­ვის თავ­ზე აი­ღეს. ყვე­ლამ მაგ­რად ითა­მა­შა. ვიბ­რძო­ლეთ, ჩვენ უფრო გვინ­დო­და მო­გე­ბა, როცა ცუ­დად მიგვდი­ო­და თა­მა­ში, ერ­თად ვი­დე­ქით მო­ე­დან­ზე და ვამ­ხნე­ვებ­დით მთე­ლი გუნ­დი ერ­თმა­ნეთს. მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თა­ვის გჯე­რო­დეს. როცა ვხე­დავ, რომ ამ­დენ ხალ­ხს ჩემი სჯე­რა, მეც მაგ­რად ვთა­მა­შობ. ხვა­ლი­დან­ვე მზა­დე­ბა უნდა და­ვი­წყოთ, რათა ის ორი მატ­ჩიც მო­ვი­გოთ”.

 “როცა ვხე­დავ, რომ ამ­დენ ხალ­ხს ჩემი სჯე­რა, მეც მაგ­რად ვთა­მა­შობ”.

სანდრო მამუკელაშვილი

23 წლის კა­ლათ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რუ­ლი გზა, ნე­ბის­მი­ე­რი დამ­წყე­ბი სპორ­ტსმე­ნის­თვის სა­ოც­ნე­ბოა. მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად “მი­ლუ­ო­კი ბაქსში” (ამე­რი­კის სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცია) თა­მა­შობს. ის ორ­მხრი­ვი კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე “ვინ­სკონ­სინ ჰერ­დის” მო­თა­მა­შეა, NBA-ის გან­ვი­თა­რე­ბის ლი­გა­ში.

სანდრო მამუკელაშვილი

სან­დრო მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი ნიუ იორკში და­ი­ბა­და და თბი­ლის­ში გა­ი­ზარდა. სპორ­ტსმე­ნის ბე­ბია, ირა გა­ბაშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქალ­თა ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი იყო. ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში კა­ლათ­ბურ­თი მისი უფ­რო­სი ძმის, და­ვი­თის წყა­ლო­ბით გა­მოჩ­ნდა, მის­თვის მი­სა­ბა­ძი კა­ლათ­ბურ­თე­ლი კი ქარ­თვე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლი­აა.

სან­დროს დე­ი­და ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ეთერ ან­ჯა­ფა­რი­ძეა, რო­მე­ლიც ჩი­კა­გო­ში ცხოვ­რობს, უფ­რო­სი ძმა და­ვი­თი, ბლა­ი­რის აკა­დე­მი­ა­ში, ნიუ-ჯერ­სი­ში ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის.

14 წლის მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა იტა­ლი­ი­დან გან­ვი­თარ­და, რო­დე­საც ბი­ე­ლა­ში, უმაღ­ლეს სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა. მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და 17 წლამ­დე, 18 წლამ­დე და 19 წლამ­დე გუნ­დებ­ში.

2016 წელს სან­დრო მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი შტა­ტებ­ში ბრუნ­დე­ბა და მონტვერ­დეს აკა­დე­მი­ა­ში აბა­რებს, სა­დაც მისი მენ­ტო­რი ზაზა ფა­ჩუ­ლია გახ­და, სა­ი­და­ნაც გან­ვი­თარ­და მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა…

ვიდ­რე ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დი, ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი არ ვი­ყა­ვი

ახალ­გაზ­რდა სპორსტსმე­ნი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. სან­დრო სი­მაღ­ლე­ში 2 მეტ­რი და 6 სან­ტი­მეტ­რია, წო­ნით კი 109 კგ. რო­გორც ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, უყ­ვარს ტა­ტუ­ე­ბი და აქვს ჩაც­მის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი. უცხო­ურ მე­დი­ა­ში მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ იძებ­ნე­ბა.

“ვიდ­რე ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დი, ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი არ ვი­ყა­ვი. სა­თა­მა­შო აგ­რე­სი­ას ვგუ­ლის­ხმობ. იქ მივ­ხვდი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო – ეს ჩემი მე­გო­ბა­რია და ჩა­ვაგ­დე­ბი­ნო. მო­ე­დან­ზე სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან ვიცი, რომ ჩემს საქ­მეს მე თუ არ გა­ვა­კე­თებ, სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მი­დან ვინ­მე შე­მო­ვა და ის გა­ა­კე­თებს. წყნა­რი თა­მა­შით არა­ფე­რი გა­მო­დის”, – ამ­ბობს სან­დრო გა­ზეთ “ლე­ლოს­თან”.

წყაროAmbebi.ge
- Advertisement -spot_img

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- რეკლამა -
სიახლეები

როგორ შევამოწმოთ “ქლოქი” – ინსტრუქცია ამერიკაში მყოფი ემიგრანტებისთვის

ეს ინსტრუქცია და თავად clock-ის სისტემა ეხებათ იმ ემიგრანტებს, რომლებიც იძებნებიან სასამართლო სისტემაში და მოთხოვნილი აქვთ თავშესაფარი. დარეკეთ სასამართლოს ცხელი...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სტატიები

- რეკლამა -spot_img